Thumbnail

2030 წლიდან ირლანდიაში მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება

  • 2030 წლისთვის ირლანდიის მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში ერთი მილიონი ელექტრომობილი იყოს
  • გეგმის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წილი ქვეყნის ენერგოსექტორში 70 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, 2030 წლიდან ქვეყანაში შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. ამ დროისათვის ქვეყანაში მინიმუმ ერთი მილიონი ელექტრომობილი უნდა იყოს. შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე უარის თქმა სახელმწიფო პროგრამის ნაწილია, რომელიც გლობალური დათბობის ტემპის შესაჩერებლად მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. პროგრამა მოიცავს 180-მდე მიმართულებას, მათ შორის ტრანსპორტს, მშენებლობას, სოფლის მეურნეობას და ნარჩენების უტილიზაციას.

ირლანდიის პრემიერ მინისტრის ლეო ვარადკარის განცხადებით, ამ გეგმის მიზანია ხელი შეუწყონ ისეთ პროექტებს, რომლებიც გლობალური დათბობის ტემპებს შეაჩერებენ და ხელს შუწყობენ ქვეყანაში ეკოლოგიურ ვითარებას გაუმჯობესებას. მანამდე ირლანდიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უარს ამბობს ნავთობის და გაზის სფეროში ინვესტიციების განხორციელებაზე.

ირლანდიის მთავრობის კიდევ ერთი მიზანია 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგოსექტორში განახლებადი ენერგიის წილის 70 პროცენტამდე გაიზარდოს. განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასასვლელად მთავრობას დიდი ინვესტიციების ჩადება მოუწევს, თუმცა ირლანდიის სახელმწიფოს ამის ფინანსური რესურსი გააჩნია. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ირლანდია ევროკავშირის ღარიბი ქვეყანა იყო. თუმცა 90-იან წლებში დაწყებულმა ეკონომიკურმა ზრდამ 21-ე საუკუნეში ირლანდია ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოდ აქცია.

კომენტარები

ბოლო ამბები