Thumbnail

Google-ის საძიებო სისტემაში 3D ცხოველები გამოჩნდნენ

  • გაფართოებული რეალობით 3D ცხოველების ნახვა ნებისმიერ გარემოშია შესაძლებელი
  • ფუნქცია სრულყოფილად წლის ბოლომდე ამოქმედდება

Google-ის საძიებო სისტემას გაფართოებული რეალობის (Augmented Reality) მხარდაჭერა დაემატება, რაც გულისხმობს, რომ თუკი კონკრეტულ საძიებო სიტყვას AR-ის აღმნიშვნელი სიმბოლო აქვს აქვს, მის ნახვას 3D-ში, ნებისმიერ გარემოში შეძლებთ. 

ფუნქცია სრულყოფილად სავარაუდოდ წლის ბოლოს ამოქმედდება, თუმცა ამ ეტაპზე Google-ის გაფართოებული რეალობა უკვე მოიცავს ცხოველების გარკვეულ სახეობებს. 3D ცხოველები მათთვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემენ და გარკვეულ შემთხვევებში რეალისტურადაც გამოიყურებიან. 

როგორ ვისარგებლოთ ფუნქციით?

  • ჩაწერეთ საძიებო ველში სასურველი ცხოველის სახელი ინგლისურად (ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ცხოველების ნაწილი - cheetah, dog, cat, snake, bear, eagle, raccoon)
  • თუკი ცხოველს AR მხარდაჭერა აქვს, მაგალითად ძაღლის შემთხვევაში, ძიების შედეგში ნახავთ წარწერას "meet a life-sized dog" 
  • დააკლიკეთ წარწერას "View in 3D", შემდეგ კი "view in your own space"
  • მიმართეთ კამერა იატაკისკენ, რის შემდეგაც ცხოველი თქვენს სივრცეში გამოჩნდება

სმარტფონებიs სია, რომელთა გამოყენებითაც ამ ეტაპზე ფუნქციით სარგებლობაა შესაძლებელი Huawei-ს, Samsung-ის, LG-ის და OnePlus-ის კონკრეტულ მოდელებს მოიცავს. სმარტფონების სრული ჩამონათვალი ნახეთ ამ ბმულზე.

Google-მა ფუნქცია გასულ თვეს წარადგინა. გაფართოებული რეალობის ფუნქციის დასახვეწად Google სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის NASA-სთან, New Balance-თან და Samsung-თან თანამშრომლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები