Thumbnail

Facebook-ის კრიპტოვალუტის გამოშვება შესაძლოა გადაიდოს

  • აშშ-ის კონგრესის სენატორებს ახალ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა სურთ
  • Facebook-ის ხელმძღვანელობა მზადაა კონგრესის წინაშე წარსდგეს

Facebook-ის მიერ დაანონსებული კრიპტოვალუტის, Libra-ს გამოსვლამდე Facebook-ის დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს აშშ-ის კონგრესის შეკითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. კონგრესის ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარის, მაქსინ ვოტერსის თქმით, პირადი მონაცემების დაცვის კუთხით კომპანიის სახელთან დაკავშირებული სკანდალების გამო პროექტს ამოქმედებამდე სიღრმისეულად შეისწავლიან. 

“Facebook-ის სკანდალური წარსულიდან გამომდინარე მივმართავთ კომპანიას თხოვნით, პროექტის აღსრულება გადადონ მანამ, სანამ კონგრესი სრულყოფილად არ შეისწავლის მასთან დაკავშირებულ გარემოებებს.” - მაქსინ ვოტერსი

კონგრესის თხოვნას Facebook-ი უკვე გამოეხმაურა. კომპანიის წარმომადგენლის თანახმად, ისინი მზად არიან სამუშაო პროცესის განმავლობაში კონგრესმენების ნებისმიერ შეკითხვას გასცენ პასუხი.

ახალი კრიპროვალუტა Libra Facebook-ის მილიარდობით მომხმარებელს ონლაინ  ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. აპლიკაციის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან თანხის გადარიცხვა და ამა თუ იმ პროდუქტისა თუ სერვისის საფასურის გადახდა ციფრული ვალუტით იქნება შესაძლებელი. კრიპტოვალუტის გამოშვება 2020 წელს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები