Thumbnail
  • სამეცნიერო ჯგუფმა კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა
  • მეცნიერებმა უცხოპლანეტელთა კვალს ვერ მიაგნეს

მეცნიერებმა, რომლებიც პროექტ Breakthrough Listen-ის ფარგლებში არამიწიერ ცივილიზაციებს ეძებენ, სამწლიანი მუშაობის შედეგები გამოაქვეყნეს. სამეცნიერო ჯგუფმა ერთი მილიონი გიგაბაიტის ციფრული მონაცემები შეკრიბა. 2019 წლის ზაფხულისთვის 1327 ვარსკვლავის სკანირება მოახდინეს იმ იმედით, რომ არამიწიერი ტექნოლოგიების სიგნალს დააფიქსირებდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცხოპლანეტელთა კვალს ვერ მიაგნეს.

ამ მონაცემების პუბლიკაციას ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მონაცემების შეგროვებას ათასობით საათი დასჭირდა. ჩვენ გარშემო სიჩუმეა. ვერ მივაგენით ხელოვნური სიგნალების კვალს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვაგან სიცოცხლე არ არსებობს. მილიონობით პლანეტა და ასობით გალაქტიკაა. ასე, რომ იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში აღმოჩენები გაკეთდება - დენი პრაისი,  Breakthrough Listen-ის ჯგუფის წევრი.

Breakthrough Listen-ს სამეცნიერო ჯგუფმა შეიმუშავა მთელი რიგი მეთოდები, რომლებსაც უცხო ცივილიზაციების ძებნის დროს გამოიყენებენ. მათ შორისა ძლიერი სიგნალის ძებნას, რომელიც რადიო სიხშირის ვიწრო დიაპაზონს იკავებს, ასევე მკვეთრი ლაზერის შუქის დაფიქსირება. პროგრამის ფარგლებში მეცნიერები ორ რადიოტელეკოპს: დასავლეთ ვირჯინიაში განლაგებულ გრინ ბენკს და ავსტრალიურ პარკსს იყებენენ. თუმცა მომავალში პროექტს კიდევ რამდენიმე ობსერვატორია შეუერთდება.Breakthrough Listen-ის  დამფუძნებლებს შორის ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი იყო.

სამეცნიერო ჯგუფს დეტალურად სურს ტიგარდენის ვარსკვლავის შესწავლა. სულ ცოტა ხნის წინ ასტრონომებმა ამ სისტემაში ორი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებიც სასიცოცხლო ზონაში იმყოფებიან. მეცნიერების გათვლით, ერთ-ერთ პლანეტაზე ტემპერატურა დაახლოებით +20 გრადუსი უნდა იყოს და იმ შემთხვევაში თუ მას ატმოსფეროც გააჩნია სიცოცხლის არსებობის შანსი იზრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები