Thumbnail

ბაიერნის სტადიონზე უსაფრთხოების ახალ სისტემას დაამონტაჟებენ

  • Hexwave-ის ტექნოლოგია ტანსაცმლის ქვეშ დამალულ იარაღს და ასაფეთქებელ მოწყობილობას გამოავლენს
  • ტექნოლოგიას მიუნხენის ბაიერნის სტადიონზე გამოცდიან

ბოლო წლებში ევროპაში  არაერთი ტეროტისტული აქტი მოხდა, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ევროპის ქალაქებში მასობრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. მათ შორისაა სტადიონები, სადაც ათობით ათასი ადამიანი იკრიბება. მიუნხენის ალიანც არენაზე, რომელიც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის-ბაიერნის სტადიონია, მალე ახალ უსაფრთხოების სისტემას დაამონტაჟებენ.

ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, ამერიკულმა კომპანია Liberty Defense-მა შეიმუშავა. ინსტრუმენტი სახელწოდებით Hexwave დაბალი ენერგიის იმპულსს იყენებს, რომელიც ადამიანის სხეულიდან ირეკლება და 3D გამოსახულებას ქმნის. ამ გამოსახულებას სპეციალური ალგორითმი აანალიზებს, რომელსაც შეუძლია ტანსაცმლის ქვეშ დამალული ნივთების, მაგალითად დანის, პისტოლეტის ან შაჰიდის ქამრის დაფიქსირება.

დღეს ტანსაცმლის ქვეშ დამალული ნივთების გამოსავლენად რენტგენს იყენებენ. Hexwave-ს მასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს. ტექნოლოგიას შეუძლია დამალული ნივთი იმ შემთხვევაშიც კი გამოავლინოს, როდესაც ადამიანი მოძრაობს. სკანირების დროს სუბიექტი, რომელსაც აკვირდებიან ამას ვერ ამჩნევს.

Liberty Defense ახალი ტექნოლოგიას  მიუნხენის ბაიერნის სტადიონზე გამოცდის. ტექნოლოგიას 70 ათასიანი ალიანც არენის შესასვლელთან და კიდევ რამდენიმე ადგილას დაამონტაჟებენ. Hexwave-ის სისტემას პარალელურად იუტას შტატის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტებზე დაამონტაჟებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები