Thumbnail

ვიდეოების გაყალბება კიდევ უფრო გამარტივდა

  • ფოტოს და აუდიოს გამოყენებით ადამიანების ამღერება უკვე შესაძლებელია
  • ხელოვნური ინტელექტი ადამიანის საუბრის ან სიმღერის ვიდეოს მხოლოდ აუდიო და ფოტო მასალისგან ქმნის

ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სამსუნგის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით შექმნეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომლითაც ადამიანების სიმღერის ან საუბრის ვიდეო ვერსიის გენერირებაა შესაძლებელი. ამისათვის მხოლოდ ერთი ფოტო და აუდიო ფაილია საჭირო, რომელზეც სიმღერა თუ საუბარია ჩაწერილი. 
 
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამით შექმნილი ვიდეო ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება, შედეგი მარტივად გამოსაყენებელი პროგრამისთვის, რომელიც მხოლოდ ფოტოსა და აუდიოს იყენებს, მართლაც შთამბეჭდავია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მარტივად არ უნდა ვენდოთ ინტერნეტში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის ნამდვილობას.
 

ალბერტ აინშტაინის ფოტოსა და მისი ლექციის ნამდვილ ჩანაწერის გაერთიანებისგან მიღებული ვიდეო:

Beyoncé-ს Halo - გრიგორი რასპუტინის შესრულებით

პროგრამით შექმნილ ვიდეოში საუბრის დროს ადამიანი შესაბამის ემოციასაც გამოხატავს

კომენტარები

ბოლო ამბები