Thumbnail

Blue Origin-მა მთვარის მოდულის ძრავის გამოცდა დაიწყო

  • Blue Moon-ის ძრავის პირველი გამოცდა წარმატებით დასრულდა
  • ამ ფაქტს ჯეფ ბეზოსი ტვიტერზე გამოეხმაურა

Blue Origin-მა NASA-ს მარშალის კოსმოსურ ცენტრში მთვარის მოდულის ძრავის BE-7-ის გამოცდა დაიწყო. სისტემამ საშტატო რეჟიმში 35 წამი იმუშავა. ჯეფ ბეზოსის კომპანიისთვის ეს პროექტის წარმატებული სტარტისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. Blue Origin-ის დამფუძნებელი ამ მოვლენას ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. ბეზოსმა ვიდეო განათავსა, სადაც მოდულის ძრავის გამოცდის კადრებია ასახული.

მთვარის მისიისთვის შექმნილი აპარატის, Blue Moon-ის პროტოტიპი ჯეფ ბეზოსმა 2019 წლის მაისში ვაშინგტონში Amazon-ის დახურულ ღონისძიებაზე წარმოადგინა. კოსმოსური აპარატის შექმნაზე მისი კომპანია სამი წელი მუშაობდა. აპარატს მთვარეზე 3,6-დან 6,5 ტონამდე ტვირთით დაშვება შეუძლია.Blue Moon დედამიწის თანამგზავრზე  დიდი პილოტირებული მთვარემავლის გადაყვანას შეძლებს. აპარატის ძრავა BE-7 თხევადი ჟანგბადის და წყალბადის ნარევზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მთავრობას 2024 წელს მთვარეზე პილოტირებული მისის გაგზავნა სურს. ბეზოსის კომპანია ამ მისიაში მონაწილეობას ეცდება. NASA მისიისთვის კერძო კომპანიების მიერ შემუშავებული მთვარის მოდულების შერჩევას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. იმის გათვალისწინებით, რომ Blue Moon ხანგრძლივი და წარმატებული პროექტია, ბეზოსის კომპანიას მთვარის მისიაში მონაწილეობის მისაღებად კონკურენტებთან შედარებით უკეთესი სასტარტო პოზიცია ექნება.       

კომენტარები

ბოლო ამბები