Thumbnail

მაკდონალდსში შესაძლოა რობოტები დასაქმდნენ

  • მაკდოლანლდსის მიზანი სტუმრების ლოდინის დროის შემცირებაა
  • კომპანიის თანახმად, თანამშრობლების სამუშაო ადგილებს საფრთხე არ ემუქრება

მომსახურების სისწრაფის კიდევ უფრო გასაზრდელად მაკდონალდსი რესტორნებში ახალი მზარეული რობოტის და ხმოვანი მაკდრაივ სისტემის ინტეგრირებაზე მუშაობს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.

კომპანია რობოტ მზარეულს და მაკდრაივის ხმოვან სისტემას თავდაპირველად ჩიკაგოში გამოცდის. რობოტი მზარეულის დავალება ქათმის, თევზის და კარტოფილის შეწვაა, მაკდრაივის ხმოვანი ასისტენტი კი სტუმრების შეკვეთებს მიიღებს. ორივე ტექნოლოგიის მიზანი მომხმარებელთა ლოდინის დროის შემცირებაა.

“ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მაკდრაივის სერვისი, კონკრეტულად კი მომსახურეობის სისწრაფის საკითხი.” - მაკდონალდსი

მაკდონალდსის ვიცე პრეზიდენტის, მეისონ სმუტის თანახმად, სიახლეებს მალე სხვა ფილიალებშიც გამოცდიან. მისი თქმით, სწრაფი კვების ობიექტებში რობოტების გამოჩენა თანამშრომლების სამუშაო ადგილებს საფრთხეს არ უქმნის. “ტექნოლოგიების მიზანია ჩვენს გუნდს მუშაობის პროცესი გაუმარტოვოს.” - ამბობს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები