Thumbnail

კამერის ხელოვნური ინტელექტი მაღაზიაში ქურდობის შემთხვევებს აფიქსირებს

  • კამერა მაღაზიის პროდუქციის მონიტორინგს განახორციელებს
  • სისტემა Walmart-ის 1000-ზე მეტ ფილიალში მოქმედებს

ამერიკულმა სუპერმარკეტების ქსელმა, Walmart-მა Business Insider-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კომპანია ქურდობის შემთხვევების დასაფიქსირებლად ხელოვნური ინტელექტის სისტემას - Missed Scan Detection-ს იყენებს. სმარტ კამერა ავტომატურად აფიქსირებს ნივთებს, რომლებიც სალაროში ან კლიენტთა თვითმომსახურეობის სკანერით არ გატარდა. 

Missed Scan Detection ირლანდიურმა კომპანია Everseen-მა შექმნა. კომპანიის თანახმად, კამერები არა ადამიანების, არამედ მხოლოდ მაღაზიის პროდუქციის მონიტორინგს ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი სალაროში არ გატარდა, სისტემა მაღაზიის თანამშრომელს დახმარებისთვის მიმართავს. Walmart-ის თანახმად, ტექნოლოგიის ამოქმედების შემდეგ მაღაზიაში ქურდობის შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა.

ხელოვნური ინტელექტის სისტემა მაღაზიათა ქსელის 1000-ზე მეტ ფილიალში მოქმედებს. Walmart-ის წარმომადგენლის თქმით, ტექნოლოგიის მიზანი მომხმარებლების და პარტნიორი კომპანიების დაცვაა.

კომენტარები

ბოლო ამბები