Thumbnail

ამერიკულმა კომპანია Luna-მ ახალი ელექტრო ველოსიპედი გამოუშვა

  • Luna-ს ახალი ელექტრო ველოსიპედი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელია
  • ველოსიპედი თავდაპირველად შეერთებული  შტატების ბაზარზე გამოჩნდება

კალიფორნიულმა კომპანია Luna-მ, რომელიც ელექტრო ველოსიპედების და მოტოციკლების გამოშვებაზეა სპეციალიზირებული, ახალი ველოსიპედი X1 გამოუშვა. მოდელი გამოირჩევა იმით, რომ უხმო ძრავი და შესაცვლელი აკუმულატორები გააჩნია. ამ ველოსიპედით კომფორტულად იმგზავრებთ, როგორც ასფალტის გზებზე, ასევე ექსტრემალური მოგზაურობის დროს, რთული რელიეფის მქონე ადგილებში.

X1 ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ელექტრო ველოსიპედია. მისი ძრავის Bafang M600-ის სიმძლავრე 750 ვატია. აკუმულატორის დამუხტვის შემდეგ X1-ს 50-დან 65 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. ახალი მოდელი გაცილებით მსუბუქია კონკურენტი კომპანიების ელექტრო ველოსიპედებთან შედარებით. მისი წონა 22 კილოგრამია.

X1 საკმაოდ ძვირადღირებული მოდელია. მისი შეძენას მსურველი წინასწარი შეკვეთით 3450 დოლარად შეძლებს. სავაჭრო ქსელებში ველოსიპედი 4 000 დოლარად გაიყიდება. თავდაპირველად Luna-ს  ელექტრო ველოსიპედი შეერთებული შტატების ბაზარზე გამოჩნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები