Thumbnail

რობოტი იხვი იაპონელ ფერმერებს ეხმარება

  • იაპონელმა ინჟინერმა რობოტი იხვი შექმნა
  • რობოტის მოვალეობა ბრინჯის ნათესების მოვლაა

აზიელი ფერმერები ბრინჯის მოსაყვანად პესტიციდების ნაცვლად იხვებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ. ბრინჯის ნათესებს  შორის მოცურავე იხვები მცენარეს მისთვის მავნე მწერებს არიდებენ თავიდან და მას მსუბუქად აზიანებენ, რაც მისი ყლორტების განვითარების პროცესს უწყობს ხელს. 21-ე საუკუნეში აღნიშნულ პრაქტიკას უკვე ტექნოლოგიური ანალოგი გამოუჩნდა.

იაპონელმა ინჟინერმა იხვის რობოტიზებული ვერსია შექმნა, რომელიც ფრინველის მსგავსად ბრინჯის ნათესებში დაცურავს და მცენარის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ამჟამად რობოტი იხვის საცდელ ვერსიას ჩრდილოეთ იაპონიაში, იამაგატას პრეფექტურაში ცდიან. აპირებს თუ არა რობოტის შემქმნელი ტექნოლოგიის კომერციალიზაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რობოტის შესაძლებლობები აგრიკულტურის განვითარების მხრივ მართლაც შთამბეჭდავია.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები