Thumbnail

პარიზის ოლიმპიადის სტუმრებს საჰაერო ტაქსის სერვისს შესთავაზებენ

  • Airbus-ის საჰაერო ტაქსის სერვისი პარიზში 2024 წელს ამოქმედდება
  • მფრინავი ტაქსი მგზავრებს შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში გადაიყვანს

2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში ტურისტებისთვის ისედაც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, მაგრამ მასშტაბური ღონისძიება ზაფხულის პერიოდში ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. იმისათვის, რომ მრავალმილიონიანმა მეგაპოლისმა სატრანსპორტო კოლაფსი თავიდან აიცილოს ადგილობრივი ხელისუფლება სრულიად ახალი და ინოვაციური სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას აპირებს.

Engadget იტყობინება, რომ პარიზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მფრინავი ტაქსის სერვისის ინტეგრაცია იგეგმება. Airbus-ის უპილოტო მფრინავი ტაქსი მგზავრებს შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში გადაიყვანს. საჰაერო მარშრუტი მგზავრებს საცობებს აარიდებს და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბევრად უფრო სწრაფად გადაიყვანს, ვიდრე მეტრო ან ავტობუსი. მფრინავი ტაქსი რეისებს აეროპორტიდან პარიზის ცენტრში  ექვს წუთში ერთხელ შეასრულებს.

2019 წლის ბოლოს პარიზის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება მფრინავი ტაქსის ასაფრენ-დასაფრენი მოედანი. ინფრასტუქტურის მშენებლობას 18 თვე დასჭირდება. ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ პროექტმა გაამართლა, საჰაერო ტაქსის სერვისის დანერგვაზე მსოფლიოს სხვა მეგაპოლისებიც დაფიქრდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები