Thumbnail

ახალი MacBook Pro სავარაუდოდ სექტემბერში გამოვა

  • ახალ MacBook Pro-ს განახლებული კლავიატურა და პროცესორი ექნება
  • განახლება Macbook Pro-ს 16 დიუმიან ვერსიას ეხება

გამოცემა Forbes-ის თანახმად, Apple-ის ახალი Macbook Pro შესაძლოა სექტემბერში გამოვიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული ლეპტოპი LG-ის 3072 x 1920 რეზოლუციის ეკრანით იქნება აღჭურვილი. გარდა ამისა, განახლდება ლეპტოპის ცენტრალური პროცესორიც. Apple-მა Pro სერიის ლეპტოპების კლავიატურის და პროცესორის განახლება გასულ თვეს დააანონსა.

Forbes-ის თანახმად, განახლება Macbook Pro-ს 16” ზომის ეკრანის მქონე მოდელს შეეხება. განახლდება თუ არა MacBook-ის 12” მოდელი, რომელის ბოლო განახლება 2 წლის წინ გამოვიდა, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები