Thumbnail

Falcon Heavy-ს კიდევ ერთი მისია კოსმოსში

  • Space X-ის რაკეტამ კოსმოსში 24 აპარატი უნდა გაიყვანოს
  • დამკვეთებს შორის პენტაგონი და  NASA არიან

Falcon Heavy-მ სტარტი ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან აიღო. რაკეტა კოსმოსში უკვე მესამედ მიდის, თუმცა სწორედ ამ სტარტს მიიჩნევენ  ყველაზე მნიშვნელოვნად. მისიის წარმატების შემთხვევაში კომპანია ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ახალი კონტრაქტებს გააფორმებს. 

მისიის მიზანია ორბიტაზე 24 სხვადასხვა კოსმოსური აპარატის გაყვანა. მათ შორის არის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ლაბორატორიისთვის შექმნილი თანამგზავრი. კიდევ ოთხი ექსპერიმენტულ აპარატს კოსმოსში NASA გაიყვანს. Space X-ის სხვა კლიენტებს შორის ოკეანის და ატმოსფეროს კვლევის ეროვნული სამმართველო და აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტია.კომპანიის  დამფუძნებელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ ეს მისია კოსმოსის ისტორიაში ყველაზე რთულია. 

Twitter-ის გვერდზე Space X თითოეული თანამგზავრის კოსმოსური ხომალდისგან გამოყოფის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს. მთლიანობაში მისია წარმატებით მიმდინარეობს, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ მასკის მრავალჯერადი რაკეტის პროექტს უახლოეს პერიოდში კოსმოსში რეალური კონკურენტი არ ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები