Thumbnail

Bye Bye Camera ფოტოდან ადამიანების გაქრობაში დაგეხმარებათ

  • Bye Bye Camera ფოტოებიდან ადამიანებს ავტომატურად აქრობს
  • აპლიკაცია Adobe-ის “content-aware fill”-ის მსგავსად მუშაობს

ხალხმრავალ ადგილებში ფოტოების გადაღება კადრში უცნობი ადამიანების მოხვედრის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა უკვე გამარტივდა - არტ გაერთიანება Do Something Good-მა ახალი აპლიკაცია, Bye Bye Camera შექმნა, რომელიც სურათებიდან ზედმეტ ადამიანებს ავტომატურად აქრობს.

Bye Bye Camera Adobe-ის “content-aware fill”-ის მსგავსად მუშაობს - აპლიკაცია კადრიდან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანების წაშლის შემდეგ დარჩენილ ადგილებს ავტომატურად ავსებს ისე, რომ ფოტოს დამუშავების კვალი არ ეტყობა. აღნიშნული შედეგის მისაღწევად აპლიკაცია ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.

Bye Bye Camera App Store-ში უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაციის გადმოწერის საფასური 3 დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები