Thumbnail

ოსკაროსანი კომპოზიტორი BMW-ს ელექტრომობილისთვის ძრავის ხმის ეფექტს შექმნის

  • BMW-ს უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ელექტრომობილისთვის ძრავი ხმის ეფექტის შექმნა სურს
  • ბავარიულმა კომპანიამ ამ მიზნით თანამშრომლობა კომპოზიტორ ჰანს ციმერთან გადაწყვიტა

ბენზინის და დიზელის ავტომობილებისგან განსხვავებით ელექტრომობილები უხმოდ გადაადგილდებიან. ამ ფაქტს აქვს დადებითი მხარე, რადგან ქუჩებში ხმაური ნაკლებია. თუმცა ზოგიერთი მძღოლი, რომელიც მიჩვეულია ძრავის ტრადიციულ ხმას, გარკვეულ დისკომფორტს განიცდის. გარდა ამისა, უხმო ტრანსპორტი საფრთხეს წარმოადგენს ქვეითისთვისაც, რომელმაც შესაძლოა ელექტრომობილის მიახლოვება ვერ შეამჩნიოს. 

ბავარიულმა ავტოგიგანტმა BMW გადაწყვიტა თავისი მომავალი ელექტრომობილებისათვის სპეციალური ხმოვანი გაფორმება შექმნას, რომელიც შიდა წვის ძრავის ხმას ჩაანაცვლებს. ეს მისია კონცერნის მენეჯმენტმა ცნობილ გერმანელ კომპოზიტორ ჰანს ციმერს დააკისრა. ციმერი ძირითადად ცნობილია როგორც ფილმების მუსიკის ავტორია. მისი მუსიკა ისმის ისეთ ფილმებში, როგორიცაა  “წვიმის კაცი”, “კარიბის ზღვის მეკობრეების” სერიები, “გლადიატორი”. ანიმაციურ ფილმ “მეფე ლომისთვის” დაწერილი მუსიკისთვის ჰანს ციმერმა ოსკარი მიიღო.

ციმერს  BMW-ს ავტომობილებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ბავშვობაში, როდესაც დედაჩემი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მე ამას ძრავის ხმით ვხვდებოდი- იხსენებს კომპოზიტორი. ჰანს ციმერი ფიქრობს, რომ მის მიერ შექმნილი ხმოვანი ეფექტრი საჭესთან მჯდომ ადამიანებში გარკვეულ  ნოსტალგიურ ემოციებს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ავტომწარმობლებს, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ელექტრომობილზე გარკვეული ხმოვანი ეფექტის დამონტაჟებას უკვე 2019 წლიდან დაავალდებულებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები