Thumbnail

BMW-მ რამდენიმე ელექტრო მოდელის კონცეპტი წარმოადგინა

  • BMW-მ მიუნხენში ორი ელექტრომობილის და ელექტრო მოტოციკლის კონცეპტი წარმოადგინა
  • 2023 წლისთვის კომპანია 25 ახალი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს

უახლოეს წლებში ბავარიული ავტოგიგანტი საკუთარი წარმოების ელექტრიფიკაციას დაჩქარებული ტემპით გააგრძელებს. 2023 წლისთვის კომპანია 25 ელექტრომოდელის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კონცერნის წარმომადგენლებმა მიუნხენში გამართულ NEXTGen-ის ღონისძიებაზე გააკეთეს.

ამ ღონისძიებაზე BMW რამდენიმე ახალი ელექტრომოდელის კონცეპტი წარმოადგინა. მათ შორისაა სპორტული მოდელი BMW Vision M NEXT, რომლის დიზაინიც BMW i8-ზეა დაფუძნებული. ავტომობილს სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ. კიდევ ერთი საინტერესო მოდელი Power BEV-ია, რომელსაც 720 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია.  

ბავარიული კონცერნი ელექტრო მოტოციკლეტების ბაზარზე გააქტიურებასაც გეგმავს. BMW Motorrad Vision DC Roadster-ის ზუსტი მახასიათებლები უცნობია, თუმცა ელექტრო მოტოციკლისთვის სავარაუდოდ ელექტრომობილ BMW i3-ის აკუმულატორს გამოიყენებენ.

BMW-ს გენერალური დირექტორი ჰარალდ კრიუგერი ამბობს, რომ 2021 წლისთვის კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვა ორჯერ გაიზრდება. 2013 წლის შემდეგ, როდესაც BMW i3 გამოჩნდა, კომპანიას ახალი ელექტრომობილი აღარ გამოუშვია. მიუხედავად ამისა, BMW უახლოეს პერიოდში სერიოზული გარღვევისთვის ემზადება. უკვე წელს გაყიდვაში გამოვა Mini Electric, 2020 წელს მაღალი გამავლობის ელექტრომობილი BMW iX3, 2021 წელს კი სედანი BMW i4 და ქროსოვერი BMW iNEXT. 

კომენტარები

ბოლო ამბები