Thumbnail

Ericsson ამერიკაში 5G-ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს დაამზადებს

  • საწარმო 5G სტანდარტის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას გამოუშვებს
  • Ericsson-ის ტექნოლოგია აშშ-ში Huawei-ს ტექნოლოგიას ჩაანაცვლებს 

შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson შეერთებული შტატების ტერიტორიაზე პირველ სრულად ავტონომიურ საწარმოს გახსნის. საწარმო 5G სტანდარტის შესაბამის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას გამოუშვებს. შვედური კომპანიის შეფასებით, 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის მომხმარებლების 63 პროცენტი 5G სერვისით ისარგებლებს.  Ericsson-ის ვიცე-პრეზიდენტის ფრედერიკ იეიდლინგის განცხადებით, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

ეს გლობალური პროექტია. 5G ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს შევქმნათ მომავლის ავტონომიური საწარმოების ფუნდამენტი. საწარმო 2020 წლიდან ამოქმედდება - ფრედერიკ იეიდლინგი, Ericsson-ის ვიცე-პრეზიდენტი.

Ericsson ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას თუ რომელი შტატის ტერიტორიაზე გაიხსნება ავტონომიური საწარმო. თუმცა კომპანია მისი მუშაობის დროს ადამიანურ რესურსს მაინც გამოიყენებს. პროექტისთვის 100-მდე თანამშრომელს დაიქირავებენ. მათი ფუნქცია რობოტების საქმიანობის კონტროლი იქნება. 

შეერთებული შტატებმა შვედურ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან თანამშრომლობა მას შემდეგ გააქტიურა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკულ კომპანიებს Huawei-ს ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალა. Huawei-სთან დაკავშირებულ სკანდალის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის თავმჯდომარე აჯიტ პაიმ შვედურ კომპანიას მაღალი შეფასება მისცა. პაის განცხადებით, Ericsson დააჩქარებს ქვეყნის ახალ მობილურ კავშირზე გადასვლას.

კომენტარები

ბოლო ამბები