Thumbnail

X Wing - მინიატურული რობოტი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს

  • მფრინავი რობოტის სიგრძე მხოლოდ 5 სანტიმეტრია
  • X-Wing-ს მცენარეების დამტვერვისთვის გამოიყენებენ

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მინიატურული მფრინავი რობოტი შექმნეს. მოდელი სახელწოდებით RoboBee X-Wing სიგრძეში მხოლოდ 5 სანტიმეტრია და 259 მილიგრამს იწონის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ რობოტი-ფუტკარი  მზის ენერგიაზე მუშაობს, რომელსაც მასზე დამონატაჟებული ექვსი მიკროსკოპული მზის ელემენტი აგროვებს.

მზის ენერგიის გამოყენებამ ინჟინრების ჯგუფს საშუალება მისცა რობოტის მასა შეემცირებინა. საბოლოოდ მათ ყველაზე პატარა და მსუბუქი რობოტი დაამზადეს. გამომგონებლების შეფასებით, RoboBee X-Wing დღეს მსოფლიოში ერთადერთი რობოტია, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიაზე მუშაობს. მინიტურულ რობოტს გარკვეული მინუსებიც აქვს. იმისათვის, რომ X-Wing-მა იმუშაოს მზის მკვეთრი ნათებაა საჭირო. გარდა ამისა, რობოტს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა ჯერჯერობით არ შეუძლია.

ინჟინრები ფიქრობენ, რომ X-Wing-ის ეფექტური მუშაობისათვის მასზე დამატებითი სენსორები უნდა დამონტაჟდეს, რაც რობოტის მოცულობის გაზრდის გარეშე შეუძლებელი იქნება. მინიატურული რობოტის გამოყენება სხვადასხვა მიზნისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის სამეცნიერო კვლევებისთვის. იმ რეგიონებში, სადაც პესტიციდების მიზეზით ფუტკრების რაოდენობა შემცირებულია,  X-Wing-ს მცენარებიის დამტვერვისთვის გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები