Thumbnail

Vivo-ს დამტენით სმარტფონი 13 წუთში დაიტენება

  • Super FlashCharge-ს აკუმულატორის დასატენად მხოლოდ 13 წუთი სჭირდება 
  • ახალი ტექნოლოგიის პრეზენტაცია შანხაიში გაიმართა

ჩინურმა კომპანია Vivo-მ ახალი ტექნოლოგია წარმოადგინა, რომლის მეშვეობითაც სმარტფონი უსწრაფესად იტენება. Super FlashCharge-ს აკუმულატორის სრულად დასატენად მხოლოდ 13 წუთი სჭირდება. ტექნოლოგიის პრეზენტაცია შანხაიში Mobile World Congress-ის ფარგლებში  მოეწყო. შედარებისთვის 2019 წლის დასაწყისში Huawei-მ წარმოადგინა დასაკეცი სმარტფონის, Mate X-ის დამტენი ტექნოლოგია. თუმცა Huawei-ს დამტენს აკუმულატორის სრულად დასამუხტად მინიმუმ 30-35 წუთი სჭირდება.

დამუხტვის ძალიან მაღალ სისწრაფეს USB-C კაბელი და დასამუხტი მოწყობილობა განაპირობებს, რომლის სიმძლავრე 120 ვატია. ჯერჯერობით გაურკვეველია, Super FlashCharge-ის გამოყენება რამდენად იქონიებს გავლენას ელემენტის ექსპლუატაციის ვადაზე. არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო სწრაფად იმუხტება აკუმულატორი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ის მწყობრიდან მოკლე პერიოდში გამოვიდეს.

აღსანიშნავია, რომ Vivo-ს ჩინეთის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იცნობენ. მიუხედავად ამისა, ჩინური კომპანიის რამდენიმე გამოგონება მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მათ შორისაა სმარტფონი, რომელსაც თითის ანაბეჭდის სკანერი გააჩნია. 

კომენტარები

ბოლო ამბები