Thumbnail

ჩინეთი წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას იწყებს

  • წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოების დაწყებისათვის ჩინეთი 17 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გამოყოფს
  • ავტომობილების სერიული წარმოება 2024 წლიდან იგეგმება

ჩინეთი ეკოლოგიურად სუფთა ტრასნპორტის დანერგვაზე მილიარდებს ხარჯავს. ჩინეთის მთავრობა ხელს უწყობს და შეღავათებს აძლევს კომპანიებს, რომლებიც ელექტროძრავების წარმოებაზე მუშაობენ. ელექტრო ტრანსპორტის განვითარება 2025 წლისთვის ქვეყნის 10 უმთავრეს პრიორიტეტს შორის შედის. 2013 წლიდან ჩინეთში ელექტრომობილების წარმოებაზე თითქმის 500-მდე კომპანია მუშაობს. ისინი სახელმწიფოსგან სუბსიდიებს იღებენ. თუმცა ქვეყანა კიდევ ერთი პერსპექტიული და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დანერგვას გეგმავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2023 წლამდე წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ტრანსპორტის განვითარებისათვის ჩინეთში 17 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ინვესტიციების ნაწილს, 7,6 მილიარდ დოლარს სატვირთო ავტომობილების ეროვნული კორპორაცია ჩადებს. ამ თანხით შანდუნის პროვინციაში წყალბადის ავტომობილების მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ. კომპანია Mingtian Hydrogen 363 მილიონი დოლარის ინვესტიციას გეგმავს ანხოის პროვინციაში კიდევ ერთი საწარმოს ასაშენებლად.

ექსპერტების შეფასებით “წყალბადის რევოლუცია” ჩინურ სატრანსპორტო სისტემაში სწრაფად ვერ განხორციელდება. ჩინეთის მთავრობის მონაცემებით ქვეყანაში წელს წყალბადის ელემენტებზე მომუშავე 5 ათასი ავტომობილი გამოჩნდება, მსგავსი ტიპის ტრანსპორტის მასიურად დანერგვას კი წლები დასჭირდება. 2024 წლიდან ჩინეთში წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ტრანსპორტის კომერციული მიზნით გამოყენება დაიწყება, სამგზავრო ავტომობილები სერიული წარმოება კი 2029  წლიდან იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები