Thumbnail
  • Starlink-ის სამი თანამგზავრი დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა
  • 2019 წელს Space X კოსმოსში სატელეკომუნიკაციო თანამგზავრებს რამდენჯერმე გაიყვანს

2019 წლის მაისში კომპანია Space X-მა თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის პროექტის განხორციელება დაიწყო. კოსმოსში 60 თანამგზავრი გაუშვეს. პირველი ინფორმაციით ყველა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი მუშაობდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სამ მათგანთან კავშირი დაკარგულია. თანამგზავრების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. 

დარჩენილი 57 აპარატი ამ ეტაპზე უპრობლემოდ მუშაობს. თანამგზავრები დედამიწიდან 440 კილომეტრის მანძილზე არიან განლაგებული. Space X-ის გათვლებით, თითოეული თანამგზავრის ექსპლუატაცის ვადა 5 წელია. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ თანამგზავრი ახალი აპარატით ჩანაცვლდება. ჩამოწერილი თანამგზავრები კი კოსმოსურ ნაგავს შეუერთდებიან.

ილონ მასკის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტის- თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნას დაახლოებით ათი წელი დასჭირდება. იმისათვის, რომ სისტემამ მუშაობა დაიწყოს, რაკეტა Falcon 9-მ კიდევ ექვსჯერ უნდა გაიყვანოს ორბიტაზე 60-60 თანამგზავრი. Starlink-ის ამოქმედებას 2020 წელს აპირებენ. Space X-ის გეგმაშია, რომ თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა არა მხოლოდ შეერთებული შტატების მოსახლეობას, არამედ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები