Thumbnail

აბუ დაბიში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური გაიხსნა

  • მზის ელექტროსადგურს შეუძლია 90 ათასი ადამიანის ენერგიით უზრუნველყოფა
  • აბუ დაბიში მალე კიდევ უფრო მასშტაბური მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება

არაბთა გაერთიანებულ საამიროები ერთობლივი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა. სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების მსგავსად საამიროების ეკონომიკურ განვითარებას ნავთობის საბადოები განაპირობებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა ცდილობს საკუთარ ენერგოსექტორში განახლებადი ენერგიის წილი გაზარდოს. საამიროების მთავრობამ ბოლო პერიოდში რამდენიმე პროექტში დიდი ინვესტიცია ჩადო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური ნურ აბუ-დაბი. 

3,2 მილიონი ელემენტისგან შემდგარი სადგურის სიმძლავრე 1177 მეგავატს შეადგენს. ეს საკმარისია 90 ათასი ადამიანის ენერგიით მომარაგებისათვის. მზის პანელების ფერმის მშენებლობაში აბუ-დაბის ენერგეტიკულ კორპორაციასთან ერთად მონაწილეობდნენ უცხოური კომპანიები - იაპონური Marubeni Corp და ჩინური Jinko Solar Holding. ერთ-ერთი პირველი, ვინც ექსპლუატაციაში შესული მზის ელექტროსადგური დაათვალიერა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშია. ობიექტის მონახულების შემდეგ გენერალურმა მდივანმა საკუთარი შთაბეჭდილებები Twitter-ზე გააზიარა.  

არაბთა გაერთიანებულ საამიროების კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის მინისტრის ტანი ალ-ზეუდის განცხადებით, მისი ქვეყანა გააგრძელებს  განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასასვლელი პროექტების მხარდაჭერას. უახლოეს მომავალში საამიროებში კიდევ ერთი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ნურ აბუ-დაბიზე უფრო მასშტაბური პროექტი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები