Thumbnail

Honda E - იაპონური კონცერნის ახალი ელექტრომობილი

  • ელექტრომობილი ევროპული ბაზრისთვის არის განსაზღვრული
  • Honda E-ს სერიული წარმოება 2020 წელს დაიწყება

იაპონურმა ავტოგიგანტმა ელექტრომობილ Honda E-ს ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ელექტრომობილს 150 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. დამუხტვის შემდეგ Honda E 200 კილომეტრის გავლას შეძლებს. აკუმულატორის 80 პროცენტამდე დასამუხტად სულ 30 წუთია საჭირო. 

ვიზუალურად Honda E 70-იან წლებში გამოშვებულ Civic-ის პირველ ავტომობილებს ჰგავს.  ელექტრომობილი, რომელიც კომპაქტური და კომფორტულია, იდეალურია ქალაქში სამოძრაოდ. ავტომობილი ძირითადად ევროპული ბაზრისთვის არის განსაზღვრული. იაპონური კომპანია ხუთი სტანდარტული ფერის ელექტრომობილს გამოუშვებს.

ელექტრომობილის სერიული გამოშვება 2020 წელს იგეგმება. იაპონური კომპანია უკვე იღებს შეკვეთებს ახალ ელქტრომობილზე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ნორვეგიის და საფრანგეთის მოქალაქეებისგან. ევროკავშირის 31 ათასმა ადამიანმა უკვე გამოთქვა ავტომობილის შეძენის სურვილი. მიუხედავად ამისა,  Honda-ს ელექტრომობილის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები