Thumbnail

ჰიბრიდულმა საზღვაო ხომალდმა პირველი რეისი შეასრულა

  • Roald Amundsen ჰიბრიდული გემია, რომელიც დიზელზე და ელექტროობაზე მუშაობს
  • ჰიბრიდულმა ლაინერმა პირველი რეისი ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან შეასრულა

ნორვეგიაში 2019 წელს უფრო მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, ვიდრე შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილი. რიგითი ნორვეგიელისთვის დღეს ელექტრომობილის შეძენა უფრო მომგებიანია, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილის. ქვეყნის მთავრობამ გააუქმა საბაჟო გადასახადები იმპორტირებულ ელექტრომობილებზე, ასევე უფასო გახადა ელექტრომობილების რეგისტრაცია.

ნორვეგიული სტარტაპები აქტიურად მუშაობენ ელექტრო თვითმფრინავების პროექტებზე. ხმელეთის და ჰაერის შემდეგ სკანდინავიურმა სახელმწიფომ  ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენება ზღვაშიც დაიწყო. კომპანია Hurtigruten-ის  ლაინერი Roald Amundsen პირველი ჰიბრიდული საზღვაო ხომალდია, რომელიც როგორც დიზელზე, ასევე ელექტრო ბატარეებზე მუშაობს. ნორვეგიულ კომპანიაში აცხადებენ, რომ გემი სათბური აირების გამოყოფას მინიმუმ 20 პროცენტით შეამცირებს.

Roald Amundsen დიდი საზღვაო ლაინერია, რომელზეც 530 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ახალი ტექნოლოგია ნორვეგიის სანაპიროზე გამოსცადეს. გემმა პირველი მარშრუტი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ შეასრულა. მას შემდეგ, რაც კაპიტანმა დიზელის ძრავების გამორთვის ბრძანება გასცა, საკრუიზო გემი ელექტრო სიმძლავრეზე გადაერთო და მარშრუტის დარჩენილი ნაწილი წარმატებით გაიარა. 

კომენტარები

ბოლო ამბები