Thumbnail
  • მაღალი გამავლობის ელექტრომობილის პრეზენტაცია დიდ ბრიტანეთში გაიმართა
  • Odyssey21 ექსტრემალური ავტორბოლის, Extreme E-სთვის დაამზადეს

გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, რომელიც ყოველწლიურად ჩიჩესტერში (დიდი ბრიტანეთი) იმართება, 2019 წლის მთავარი სენსაცია მაღალი გამავლობის ელექტრომობილი Odyssey21 გახდა. ელექტრომობილი კომპანია Spark Race Technology-მ დაამზადა. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, Odyssey21-ს უპრობლემოდ შეუძლია ისეთი რთული რელიეფის ადგილებში გადაადგილება, როგორიცაა ქვიანი ტერიტორია, ქვიშა, ყინული, და თოვლი. 

ელექტრომობილს 558 ცხენის ძალის სიმძლავრე გააჩნია. ავტომობილს შეუძლია 100 კმ/სთ სიჩქარე 4,5 წამში განავითაროს. Odyssey 21-ის წონა 1650 კილოგრამია. ელექტრომობილის საბურავები კომპანია Continental-მა დაამზადა. ახალი მოდელის სრულფასოვანი გამოცდა 2019 წლის სექტემბერში დაიწყება. 

მაღალი გამავლობის ელექტრომობილმა მონაწილეობა ექსტრემალურ ავტორბოლა Extreme E-ში უნდა მიიღოს. Extreme E Formula E-ს მსგავსი რბოლაა, სადაც მონაწილეობას მხოლოდ ელექტრომობილები იღებენ. ექსტრემალური რბოლა პირველად 2021 წელს უნდა ჩატარდეს. ჩემპიონატის ეტაპები დედამიწის სხვადასხვა კუთხეში: არქტიკაში, ამაზონის ტყეებში, საჰარის უდაბნოში და ჰიმალაის მთებში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები