Thumbnail
  • კოიპერის პროექტის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 3226 თანამგზავრს გაუშვებენ
  • კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ თანამგზავრების გაშვების ნებართვა უნდა გასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიაში შევიდა კომპანია Amazon-ის  ოფიციალური მიმართვა. ჯეფ ბეზოსის კომპანია კოსმოსში თანამგზვარების გაშვების ნებართვას ითხოვს. ბეზოსის გუნდი უკვე რამდენიმე წელია თანამგზავრული ინტერნეტის პროექტზე მუშაობს, რომელსაც ცნობილი ჰოლანდიელი ასტრონომის საპატივცემულოდ კოიპერის პროექტი უწოდეს. 

პროექტის ფარგლებში ორბიტაზე 3236 თანამგზავრს გაუშვებენ, რომლებიც 590-დან 630 კილომეტრამდე სიმაღლეზე იქნებიან განლაგებული. Amazon-მა ასევე ითხოვა ნებართვა პროექტის განხორციელების დროს გამოიყენოს ახალი ტექნოლოგია, რომელიც თანამგზავრების მუშაობის დროს ხარვეზებს მინიმუმამდე დაიყვანს. პროექტის მიზანი დედამიწის მოსახლეობის მაღალი სისწრაფის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს მონაცემებით ამ დრომდე დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ინტერნეტთან სტაბილური წვდომა არ აქვს.

Amazon-ში ჯერჯერობით არ ასახელებენ პირველი თანამგზავრების გაშვების კონკრეტულ თარიღს. თუმცა ის ფაქტი, რომ კომპანიამ აშშ-ის ოფიციალურ უწყებაში ნებართვის ასაღებად ოფიციალური განაცხადი შეიტანა მიუთითებს, რომ ჯეფ ბეზოსს პროექტის დაწყება უახლოეს პერიოდში სურს. თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნა ის მიმართულებაა, სადაც ბეზოსი ილონ მასკთან კონკურენციაში კიდევ ერთხელ შევა. ბეზოსის პროექტი ფაქტობრივად მასკის Starlink-ის ანალოგია. მასკმა თანამგზავრების პირველი ჯგუფი კოსმოსში 2019 მაისში გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები