Thumbnail
  • Prius-ის კორპუსზე მზის პანელები დაამონტაჟეს
  • ავტომობილი საცდელ რეჟიმში იაპონიის რამდენიმე ქალაქში მოძრაობს

Prius იაპონური კონცერნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტომობილია. სწორედ ამ მოდელზე გამოცდიან მზის ბატარეებს, რომლებიც Toyota-მ NEDO-სთან და Sharp-თან ერთად დაამზადა. Toyota-ს მიერ შექმნილი რამდენიმე პროტოტიპი მზის ენერგიას უკვე იყენებდა, თუმცა ამ ენერგიას ბორტკომპიუტერის და სხვა ელექტრონიკისთვის გამოიყენებდნენ. ამჯერად იაპონური ავტომწარმოებელი უფრო შორს წავიდა. მზის პანელი ავტომობილის მთელ კორპუსზეა განლაგებული და გამომუშავებულ ენერგიას ელექტროძრავს გადასცემს.

იაპონური კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მზის პანელებით აღჭურვილი ავტომობილი დღეში დამატებით იმდენ ენერგიას გამოიმუშავებს, რომ 44 კილომეტრის გავლას შეძლებს. ჰიბრიდული ავტომობილის მზის პანელების ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული წელიწადის დროზე და კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონზე.

ამ დროისათვისToyota-ს მზის ენერგიაზე მომუშავე მოდელს ტოკიოში და იაპონიის სხვა ქალაქებში საცდელ რეჟიმში მოძრაობენ. ჯერჯერობით იაპონური კომპანია ამ ავტომობილისსერიულად წარმოებას არ აპირებს. თუ ინოვაციამ გაამართლა, მსგავს ტექნოლოგიას კომპანიის სხვა მოდელებზეც დაამონტაჟებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები