Thumbnail

“Apple ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია”- Huawei-ს აღმასრულებელი დირექტორი

  • "Apple პირადი მონაცემების დაცვის კუთხით Huawei-სთვის სამაგალითოა"
  • კომპანიის თქმით, მომხმარებლების პირად მონაცემებზე წვდომა არ აქვთ

Huawei-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რენ ზენგფეიმ CNBC-სთან ინტერვიუში კომპანიის განვითარებაში Apple-ის როლზე ისაუბრა. რენ ზენგფეის თქმით,  Apple Huawei-სთვის პირადი მონაცემების დაცვის კუთხით  “მისაბაძი მაგალითია”. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კიდევ ერთხელ უარყოფს ჩინეთის მთავრობასთან რაიმე სახის თანამშრომლობას.

“ჩინეთის მთავრობასთან უკანონოდ არასდროს ვითანამშრომლებთ. მსგავსი რამ ერთხელაც რომ მომხდარიყო, ამერიკას კომპრომატი ექნებოდა, რომელსაც ის აუცილებლად გამოიყენებდა კომპანიის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს შესაძლოა Huawei-ს დაშლაც კი გამოეწვია.” - რენ ზენგფეი

რენ ზენგფეიმ ასევე განმარტა, რომ მომხმარებლების პირად მონაცემებზე წვდომა მხოლოდ მობილურ ოპერატორებს აქვთ, Huawei კი მხოლოდ “მოწყობილობის მიმწოდებელია”, რომელიც მომხმარებელთა მონაცემებს არ აკონტროლებს.
 
Huawei-ს დამფუძნებელმა აღნიშნული განცხადება კომპანიასა და აშშ-ის მთავრობას შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გააკეთა. მხარეებს შორის დავა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ Huawei ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით Android-ზე დაფუძნებულ სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის განზრახ შეფერხებისთვის გამოიყენებდა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა Huawei ტექნოლოგიების მოპარვაშიც დაადანაშაულა.

Huawei-სა და აშშ-ის კონფლიქტის შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები