Thumbnail

ჩინეთი მარსის მისიისთვის ემზადება

  • ჩინეთის მისია მარსზე 2020 წელს შედგება
  • წითელ პლანეტას ორბიტალური აპარატი და მარსმავალი გამოიკვლევენ

მთვარეზე შემდგარი მისიის შემდეგ ჩინეთი კიდევ ერთ მასშტაბურ კოსმოსურ პროექტს იწყებს. ოფიციალურმა პეკინმა ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ მარსზე კოსმოსური აპარატის გაშვებას გეგმავდა. მთვარის მისიის წარმატებამ ამ პროექტის მომზადება კიდევ უფრო დააჩქარა. წითელ პლანეტაზე გასაგზავნი მარსმავალი უკვე დამზადებულია. 

მთვარის პროგრამის ხელმძღვანელის ოუიან ცზიუანის განცხადებით, მისიის ამოცანაა დაადგინოს არსებობს თუ არა მარსზე სიცოცხლის რაიმე ფორმა და რამდენად არის შესაძლებელი მომავალში წითელი პლანეტის კოლონიზაცია. მისია მოიცავს პლანეტის ორბიტაზე გასვლას და მარსზე აპარატის დასმას.  ორბიტალური აპარატი მარსის ატმოსფეროს, მაგნიტურ ველს და ტემპერატურას შეისწავლის, მარსმავალი კი პლანეტის ზედაპირს და გრუნტს. ორბიტალურ აპარატზე შვიდ სამეცნიერო ინსტრუმენტს დაამონტაჟებენ, მარსმავალზე კი ექვსს.

მისია სტარტს 2020 წელს აიღებს,  იმ დროს როდესაც დედამიწა და მარსი ერთმანეთს მაქსიმალურად მიუახლოვდებიან. 2019 წლისთვის მარსზე 45 კოსმოსური მისიაა გაგზავნილი, აქედან წარმატებული მხოლოდ 19 აღმოჩნდა. პლანეტის ზედაპირს სულ ოთხი მარსმავალი იკვლევდა. აქედან ერთი - Curiosity მარსზე მუშაობას ისევ აგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები