Thumbnail

SX12 - VAIO-ს  ახალი, ულტრა თხელი ლეპტოპი ყველა საჭირო პორტით

  • კომპანია VAIO-მ ახალი ლეპტოპი წარადგინა
  • ლეპტოპი 1100-დან 2000 დოლარამდე ეღირება

VAIO-მ ახალი ლეპტოპი, SX12 წარადგინა, რომლის ზომა ზომა დიაგონალზე 31 სმ-ია. ლეპტოპის მცირე ზომის მიუხედავად, მასში ყველა საჭირო პორტია თავმოყრილი, მათ შორის USB A, USB C, HDMI და Ethernet პორტები, ისევე როგორც სრული ზომის SD card სლოტი. 

ახალ, მცირე ზომის ლეპტოპში კომპანია პლანშეტის მოსახერხებელ დიზაინს და სტანდარტული ლეპტოპის ფუნქციურობას აერთიანებს. SX12 წინამორბედის, S11-ის ანალოგიური ზომისაა, თუმცა ლეპტოპის ახალი ვერსია ფუნქციურად უფრო მრავლისმომცველია და მასში იმავე ზომის კორპუსში უფრო დიდი ზომის ეკრანი და გაშლილი კლავიატურა გვხვდება.
 
SX12 Intel-ის მე-8 თაობის Quad-Core პროცესორით არის აღჭურვილი და ის 888 გრამს იწონის. ლეპტოპის პროცესორის, შიდა მეხსიერების, ფერის და ფუნქციების გათვალისწინებით მისი ფასი 1100-დან 2000 დოლარამდეა. SX12 მიმდინარე კვირას იაპონიაში, მოგვიანებით კი ამერიკაში გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები