Thumbnail

სმარტ სათვალით მოცურავეები საკუთარ შედეგებს თვალს ცურვის პროცესში ადევნებენ

  • სმარტ სათვალე სპორტული ტექნოლოგიების კომპანია Form-მა შექმნა
  • სათვალე გაყიდვაში 2019 წლის სექტემბერში გამოვა

სპორტული ტექნოლოგიების კომპანია Form-მა ახალი საცურაო სათვალეები წარადგინა, რომლის დახმარებით ათლეტებს ცურვის პროცესში საკუთარი შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ინფორმაცია სათვალის სპეციალური, გაფართოებული რეალობის ეკრანზეა გამოსახული, შესაბამისად მას სპორტსმენი ცურვის პროცესში, წყალში ხედავს.

ყოფილი მოცურავის, დენ აიზენჰარდტის მიერ დაარსებული სტარტაპის მიერ შექმნილი წყალქვეშა სმარტ სათვალეები პროფესიონალ მოცურავეებთან და მწვრთნელებთან თანამშრომლობით შეიქმნა. დენ აიზენჰარდტის თქმით, ახალი სათვალით ვარჯიში ბევრად ეფექტურია, რადგან მოცურავეებს ცურვის პროცესში მეტი კონტროლი ეძლევათ. 


“მე თავად ვარ პროფესიონალი მოცურავე და ყოველთვის მიქმნიდა პრობლემას ის, რომ საკუთარ შედეგებს რეალურ დროში თვალყურს ვერ ვადევნებდი. მსგავსი სათვალის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა, თუმცა ტექნიკურად მისი განხორციელება ამ დრომდე შეუძლებელი იყო.” - დენ აიზენჰარდტი 

სათვალე სამ ძირითად კომპონენტს აერთიანებს:

  • გაფართოებული რეალობის ეკრანი, რომელიც სათვალის ლინზაშია ინტეგრირებული
  • 16 საათის განმავლობაში მომუშავე ელემენტით აღჭურვილი ულტრა კომპაქტური, მინიატურული კომპიუტერი, რომელიც მონაცემების დასათვლელად ხელოვნური ინტელექტის სისტემას იყენებს
  • სათვალის პრემიუმ დიზაინის ჩარჩო

სათვალესთან ერთად შეიქმნა Android-ის და iPhone-ის მობილური აპლიკაცია, რომელშიც სპორტსმენი საკუთარი პროგრესის გაკონტროლებას შეძლებს. მოცურავეს აპლიკაციის დახმარებით სათვალეების პარამეტრების შეცვლაც შეუძლია. ათლეტი თავად ირჩევს, კონკრეტულად რომელი მაჩვენებლები უნდა ჩანდეს სათვალის ეკრანზე ცურვის პროცესში და შესვენების დროს.

სათვალე გაყიდვაში 7 სექტემბერს გამოვა და 200 დოლარი ეღირება. iPhone-ის და Android-ის აპლიკაციები ამავე დღეს გახდება ხელმისაწვდომი.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები