Thumbnail

Tesco დიდ ბრიტანეთში ავტომატიზირებულ მაღაზიებს გახსნის

  • Tesco-ს ავტომატიზირებული მაღაზიები ბრიტანეთში 2020 წელს გაიხსნება
  • ანალოგიური ტექნოლოგიის გამოცდა სუპერმაკეტების ქსელმა, Carrefour-მაც დაიწყო

Amazon-ის პირველი ავტომატიზირებული მაღაზია შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში 2016 წელს გაიხსნა. 2018-19 წლებში ავტომატიზირებული სუპერმარკეტები უკვე ამერიკის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდა. 2021 წლამდე Amazon 3 ათასამდე სუპერმარკეტის გახსნას გეგმავს, რომლებიც სალარო აპარატის და მოლარის გარეშე იმუშავებენ. Amazon Go-ს წარმატებამ ევროპის უმსხვილეს სუპერმარკეტებს ანალოგიური ტექნოლოგიის დანერგვისკენ უბიძგა.

ბრიტანეთის უდიდესმა ჰიპერმარკეტების ქსელმა Tesco-მ უკვე გახსნა ექსპერიმენტული მაღაზია, სადაც ჭკვიანი კამერებია დამონტაჟებული, რომლებიც სახეზე ამოიცნობენ მომხმარებელს და მის მიერ შეძენილ ნივთებს. 370 კვადრატული მეტრის ფართობზე 150 კამერაა დამონტაჟებული. მაღაზიას გამყიდველები არ სჭირდება. სისტემა თავად ახერხებს კლიენტის იდენტიფიცირებას შესასვლელთან და  მომხმარებლის ბარათიდან შეძენილი პროდუქციის ღირებულების გამოქვითვას. 

ავტომატიზირებული მაღაზიების ქსელის გახსნას Tesco დიდ ბრიტანეთში 2020 წლიდან დაიწყებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სისტემა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე კონკურენეტების, მათ შორის Amazon-ის. Tesco-ს მაღაზიებში მხოლოდ კამერებს იყენებენ, Amazon Go-ს ქსელში კი კამერებთან ერთად სენსორებიც არის დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ ტექნოლოგიას ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-იც ტესტავს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის გაიხსნება ფრანგული კომპანიის პირველი ავტომატიზირებული სუპერმარკეტი.

კომენტარები

ბოლო ამბები