Thumbnail

MinI Cooper-ის ელექტრო ვერსიის წარმოება 2019 წლის ბოლოს დაიწყება

  • Mini Cooper SE გერმანული კომპანიის პირველი ელექტრომობილია ბოლო 6 წლის განმავლობაში
  • ექსპერტების შეფასებით, ამ მოდელს ევროპის ბაზარზე დიდი წარმატება არ ექნება

Mini Cooper SE პირველი ელექტრომობილი იქნება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რომელსაც BMW გამოუშვებს. აქამდე ბავარიული კომპანიის ბოლო ელექტრო მოდელი 2013 წელს გამოსული BMW i3 იყო. ახალი ელექტრომობილის დიზაინი კლასიკური Mini-ს დიზაინზეა დაფუძნებული. 

ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები მოძველებული პლატფორმა i3-ის გამო შთამბეჭდავი არ არის. სწორედ ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ელექტრო Mini-ს ევროპულ ბაზარზე დიდი წარმატება არ ექნება. ელექტრომობილის სიმძლავრე 184 ცხენის ძალაა. სწრაფი დამუხტვის რეჟიმში აკუმულატორის 80 პროცენტამდე დასამუხტად 35 წუთია საჭირო. დამუხტვის შემდეგ Mini-ს 235-დან 270-მდე კილომეტრის გავლა შეუძლია. 

ელექტრო Mini-ს წარმოება 2019 წლის ნოემბერში ოქსფორდში განლაგებულ ქარხანაში დაიწყება. კომპანიამ უკვე მიიღო 40 ათასამდე წინასწარი შეკვეთა დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და კონტინენტური ევროპის ქვეყნებიდან. მოდელის ღირებულება 36 400 დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები