Thumbnail

IBM-ის საათი პლანშეტად გადაკეთდება

  • IBM-მა გასაშლელი საათი უკვე დააპატენტა
  • ჯერჯერობით უცნობია დაიწყება თუ არა IBM-ის ჭკვიანი საათის სერიული წარმოება

სხვადასხვა კომპანიების გადასაკეცი დისპლეის მქონე  სმარტფონები სერიული წარმოების დასაწყებად დახვეწას საჭიროებენ. თუმცა IBM-მა კიდევ უფრო რადიკალური გამოგონება დააპატენტა- ჭკვიანი საათი, რომელიც პლანშეტად გადაკეთდება. საპატენტო განაცხადში აღნიშნულია, რომ ჩვეულებრივი ელექტრო საათი შესაძლებელია ორჯერ გაიშალოს. პირველ გაშლაზე ხელსაწყოს მოცულობა ოთხჯერ იზრდება, მეორე გაშლაზე კი რვაჯერ. 

დოკუმენტში არ არის მითითებული როგორ მუშაობს საათის მექანიზმი. დაკეცილ მდგომარეობაში გაჯეტი მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას აჩვენებს, მაგალითად დროს ან ამინდს. ეკრანის გაშლის შემდეგ კი შესაძლებელია დამატებითი პროგრამების გამოტანა. IBM- ის საათის მთავარი იდეაა, რომ საჭიროების შემთხვევაში კომპაქტურ მოწყობილობას დიდი ზომის დისპლეი გააჩნდეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა ბედი ელის IBM-ის ახალ გამოგონებას. ჯერჯერობით კომპანია არ ავრცელებს ინფორმაციას, რომ უახლოეს მომავალში დაპატენტებული სააათის სერიული გამოშვების დაწყებას გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები