Thumbnail

ჩრდილოეთ კორეა იდეოლოგიის გასავრცელებლად კომპიუტერულ პროგრამას ქმნის

  • პროგრამაში ჩრდილოეთ კორეის მმართველების ჩანაწერებია გაერთიანებული
  • Chongseo 1.0 თავდაპირველად პარტიის წევრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი

მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ სახელმწიფოში, ჩრდილოეთ კორეაში ახალი კომპიუტერული პროგრამა, Chongseo 1.0 შეიქმნა, რომლის მიზანი პარტიის წევრებისთვის და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩრდილოეთ კორეის იდეოლოგიის სწავლებაა. პროგრამა ჩრდილოეთ კორეის მმართველების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს.

ენციკლოპედიის სტილის ელექტრონულ წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებლის კიმ ირ სენის, მისი ვაჟის-კიმ ჩენ ირის და ამჟამინდელი მმართველის, კიმ ჩენ ინის შესახებ, ისევე როგორც მათი ნაშრომების ელექტრონული ვერსიები და მათ შესახებ შექმნილი ლიტერატურა.

პროგრამა მუშაობს როგორც Windows-ზე, ასევე ჩრდილოეთ კორეის Linux-ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემა Red Star-ზე. მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, პროგრამის გავრცელება მთელი ჩრდილოეთ კორეის მასშტაბით იგეგმება. პარალელურად, დეველოპერები უკვე მუშაობენ პროგრამის განახლებულ ვერსიაზე, Chongseo 2.0-ზე, რომელსაც ახალი ფუნქციები დაემატება, მათ შორის ტექსტების აუდიო ვერსიები. 

კომენტარები

ბოლო ამბები