Thumbnail

ჰიგიენის კონტროლისთვის სასტუმრომ თეთრეულში მიკროჩიპები დააყენა

  • სასტუმროს სტუმრები QR კოდის დასკანერებით თეთრეულის ბოლო გარეცხვის თარიღს შეამოწმებენ
  • სისტემა ამ დრომდე მხოლოდ ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მოქმედებს

ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო სკანდალში არაერთი სასტუმრო გახვეულა. განსაკუთრებით რთულია იმის გარკვევა, გამოიცვალა თუ არა სასტუმროშის ოთახში თეთრეული და პირსახოცები წინა სტუმრის ვიზიტის შემდეგ. 

ამ შეკითხვაზე პასუხის მარტივად მიღების გზას სასტუმროს სტუმრებს სთავაზობს კომპანია, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე სასტუმროებს სამრეცხაო სერვისს უწევს - კომპანია სასტუმროს თეთრეულებსა და პირსახოცებში სპეციალურ მიკროჩიპებს აყენებს, მასზე გამოსახული QR კოდის დასკანერებით კი სტუმრები შეძლებენ გაიგონ, თუ როდის იყო გამოყენებული და როდის გაირეცხა თეთრეული თუ პირსახოცები ბოლოს. მიკროჩიპი 180 გრადუსამდე ტემპერატურას და 200 ჯერ გარეცხვას უძლებს.

ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში კომპანიის ინიციატივას მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ითხოვენ, მსგავსი სერვისი ჩინეთის სხვა ქალაქებშიც იყოს ხელმისაწვდომი. "ეს სისტემა მთელ ქვეყანაში უნდა დაინერგოს. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სასტუმროს საწოლში წოლის შემდეგ მთელ სხეულზე წითლად დამაყარა. უკვე ყველგან საკუთარი თეთრეულით დავდივარ." - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები