Thumbnail

აშშ და ჩინეთი 5G სფეროში დომინირებისთვის იბრძვიან

  • ამერიკის მთავრობას სურს 5G-ს ტექნოლოგია ჩინეთზე სწრაფად დანერგოს
  • აშშ მსოფლიოში 5G ტექნოლოგიის განვითარებისათვის დაფინანსებას გამოყოფს

შანხაი მსოფლიოს პირველი ქალაქია, რომელიც ულტრასწრაფი ინტერნეტ ქსელის დაფარვის ზონაში მოექცა. 5G ინტერნეტის ქსელი ჩინეთის პარალელურად ვრცელდება მსოფლიო სხვადასხვა რეგიონებში: შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეაში, დიდ ბრიტანეთში და კონტინენტურ ევროპაში, კერძოდ გერმანიაში. თუმცა შეერთებული შტატების მთავრობას ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება სურს. ამერიკის ხელისუფლება ჩინეთს 5G სფეროში უმთავრეს კონკურენტად განიხილავს. 

როგორც Tech In Asia იტყობინება, “ჩინური საფრთხე” ვაშინგტონში გამართული სამდღიანი კონფერენციის მთავარი თემა იყო. ღონისძიებაზე, რომელშიც აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რამდენიმე გადაწყვეტილება გააჟღერეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მხარდაჭერას იწყებს. 5G ქსელზე სწრაფად გადასვლის მიზნით მთავრობა კომპანიებს სხვადასხვა შეღავათებს დაუწესებს. 

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ამერიკულ კომპანიებს 5G-ს სხვა ქვეყნებში გავრცელებაშიც დაეხმარება. ვაშინგტონი ამერიკული ბიზნესის და მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიების ლობირებას იაპონიაში, მექსიკაში, ინდოეთში და ევროპაში შეეცდება. ექსპერტების შეფასებით უახლოეს წლებში მსოფლიოში 5G სფეროში ლიდერობისთვის ჩინურ და ამერიკულ კომპანიებს შორის სერიოზული დაპირისპირება გაიმართება. ჩინეთი, რომელმაც ამერიკის მთავრობის მხრიდან Huawei-ზე მიტანილი იერიშის გამო სერიოზული ზარალი განიცა, 5G ინტერნეტ ქსელს ერთ-ერთ უმთვარეს პრიორიტეტად განიხილავს. ჩინეთის მთავრობა აშშ-ის მთავრობის მსგავსად ადგილობრივ საკომუნიკაციო კომპანიების სუბსიდირებას აპირებს 

კომენტარები

ბოლო ამბები