Thumbnail

Windows 10 პაროლების გარეშე - სიახლე Microsoft-ისგან

  • Microsoft-მა პაროლების იდენტიფიკაციის სხვა მეთოდებით ჩანაცვლება უკვე დაიწყო
  • Paswordless sign-in-ის მიზანი მომხმარებლების ანგარიშების უფრო ეფექტურად დაცვაა

Microsoft-ი Windows 10-ისთვის ახალი ფუნქციის - Passwordless sign-in-ის შექმნაზე მუშაობს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლები სისტემაში შესვლას მხოლოდ პასვორდის ალტერნატიული გზებით - სახის ამომცნობი სისტემით, თითის ანაბეჭდით ან პინ კოდით შეძლებენ.
 
ახალი ინიციატივის მიზანი მომხმარებლების ანგარიშების უსაფრთხოების გაძლიერებული დაცვაა. Microsoft-მა გასული თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პაროლის გამოყენება ანარიშების დაცვისთვის საკმარისად ეფექტური მეთოდი არ არის და ანგარიშის დაცვის გაუმჯობესებული სისტემების არსებობის ფონზე, მათი გამოყენება სამომავლოდ საერთოდ აღარ მოხდება.


 
Microsoft-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ PIN კოდი მხოლოდ 4 ციფრისგან შედგება, ის მაინც პაროლებზე უკეთესად იცავს მომხმარებლების ანგარიშებს, რადგან ციფრთა კომბინაცია არა ონლაინ, არამედ ლოკალურად, კონკრეტულ მოწყობილობაში ინახება.

იმ შემთხვევაში, თუ Microsoft-ს სხვა მსხვილი კომპანიები, მათ შორის Apple და Google-იც მიბაძავენ, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ანგარიშის დაცვის მოძველებულ სისტემას სამუდამოდ დავებშვიდობებით.

ასევე ნახეთ: მომავალი პაროლების გარეშე - www consortium-ის ახალი პროტოკოლი

კომენტარები

ბოლო ამბები