Thumbnail

REV-1- ახალი ამერიკული რობოტი-კურიერი

  • რობოტი ქუჩაში მოძრაობას თოვლში და ყინვაშიც ახერხებს
  • რობოტ-კურიერის ღირებულება 5 ათასი დოლარია

ამერიკულმა სტარტაპმა Reflection დაამზადა ავტონომიური რობოტი, რომელიც მკაცრი კლიმატის მქონე რეგიონებში კურიერის ფუნქციას შეასრულებს. სამბორბლიანი რობოტი REV-1 ველოსიპედის გზებზე მოძრაობს. რობოტი უპრობლემოდ  გადაადგილდება  თოვლში, ყინვაში და წვიმის დროს. REV-1-ის შემქნელებს იმედი აქვთ, რომ მას არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ კანადაში და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც გამოიყენებენ. 

 REV-1-ს სხვა კომპანიების ანალოგიურ რობოტებთან შედარებით დაბალი ფასი აქვს. მისი ღირებულება 5 ათასი დოლარია. კურიერი-რობოტი არ იყენებს ძვირადღირებულ ლიდარებს. მას 12 კამერა, რადარი და ულტრაბგერითი სენსორები გააჩნია. რობოტის წონა 45 კილოგრამია, სიმაღლე კი 1,5 მეტრი. რობოტის სათავსოში შესაძლებელია 4-5 დიდი პაკეტის განთავსება. 

გადავწყვიტეთ პრაქტიკული და იაფი რობოტი აგვეწყო. მას აქვს ყველა საჭირო კომპონენტი, რაც კურიერ-რობოტს უნდა ჰქონდეს. არანაირი  საჭიროება არ იყო მასზე კიდევ დამატებით ძვირადღირებული ლიდარი დაგვემონტაჟებინა. რა აზრი აქვს 10 ათას დოლარიანი ლიდარის გამოყენებას, როდესაც რობოტმა დამკვეთს ათი დოლარის ღირებულების პროდუქტი უნდა მიუტანოს- მეთიუ ჯონსონ-რობერსონი, სტარტაპ  Reflection-ის დამფუძნებელი.

სტარტაპ  Reflection-ის დამფუძნებელი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორ მეთიუ ჯონსონ-რობერსონთან ერთად რამ ვასუდევანია, რომელიც მანამდე კომპანია Ford-ში ყინულზე და თოვლში საჭირო ტექნოლოგიებს ცდიდა. სტარტაპის პირველ კლიენტებს შორის მიჩიგანის შტატის რამდენიმე რესტორნის ქსელია.

კომენტარები

ბოლო ამბები