Thumbnail
  • ელექტრო ველოსიპედზე შესაძლებელია საბარგულის მიბმა
  • HSD-ის მინიმალური ღირებულება 3099 დოლარია

მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან მსოფლიოში ელექტრო ველოსიპედების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. 21-ე საუკუნეში ელექტრო ველოსიპედების წარმოება ყოველწლიურად იზრდება. ამ მხრივ ლიდერი ჩინეთია, სადაც 210 მილიონზე მეტი ელექტრო ველოსიპედია დაფიქსირებული. ასევე სწრაფად იზრდება ამ ტრანსპორტის რაოდენობა ევროპაში. 2016 წელს ევროკავშირში 2 მილიონზე მეტი ელექტრო ველოსიპედი გაიყიდა. ტაივანურმა კომპანია Tern-მა გადაწყვიტა მომხმარებელს ფუნქციონალურად განსხვავებული ველოსიპედი შესთავაზოს.

ელექტრო ველოსიპედ HSD-ზე შესაძლებელია საბარგულის მიბმა. ველოსიპედს 170 კილოგრამამდე სიმძიმის გადატანა შეუძლია. ტაივანური კომპანია მომხმარებელს სხვადასხვა აქსესუარებს სთავაზობს, მათ შორის კალათას და ბავშვის სავარძელს. ველოსიპედი ავტომობილში მარტივად თავსდება, რადგან  მისი საჭე იკეცება. HSD არც სახლში დაიკავებს დიდ ადგილს. საჭიროების შემთხვევაში ველოსიპედს ჰორიზონტალურად განათავსებთ. 

ელექტრო ველოსიპედის Schwalbe-ს საბურავებს დაზიანებისგან სპეციალური დამცავი იცავს. HSD-ზე Bosch-ის ძრავია დამონტაჟებული, რომელსაც მოდიფიკაციიდან გამომდინარე 400-დან 500 ვატამდე სიმძლავრე გააჩნია. Tern-ის ელექტრო ველოსიპედის ყველაზე იაფი ვერსია 3099 დოლარი ღირს, HSD S+ მოდელის ფასი კი 4 999 დოლარია.   

კომენტარები

ბოლო ამბები