Thumbnail

სტარტაპი დაკარგული ძაღლების საპოვნელად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს

  • ხელოვნური ინტელექტი ძაღლს ცხვირის ანაბეჭდით ამოიცნობს
  • სისტემა ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით ძაღლების უპასუხისმგებლო მფლობელებსაც გამოავლენს

ჩინეთის მთავრობის სადაზვერვო პროგრამისთვის სახის ამომცნობი ტექნოლოგიის შემქმნელმა სტარტაპმა, Megvii-მ ამჯერად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია შექმნა, რომელიც ძაღლების სახეებს მათი ცხვირის ანაბეჭდით ამოიცნობს. აპლიკაციის მიზანი დაკარგული ძაღლების მარტივად პოვნაა.

Megvii-ს აპლიკაციაში ძაღლის რეგისტრაცია მარტივად, სმარტფონის კამერით ძაღლის ცხვირის დასკანერებითაა შესაძლებელი, რისთვისაც მხოლოდ სხვადასხვა რაკურსიდან რამდენიმე ფოტოს გადაღებაა საჭირო. თითოეული ძაღლის ცხვირი ადამიანების თითის ანაბეჭდის მსგავსად უნიკალურია. აპლიკაციის შემქმნელების თანახმად, სისტემა 95%-იანი სიზუსტით მუშაობს და მისი დახმარებით უკვე 15000 დაკარგული ძაღლი დაუბრუნდა პატრონს.

Megvii-ს თანახმად, გარდა დაკარგული ცხოველების ძიებისა, ჩინეთის მთავრობასთან უკვე მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლინდებიან და დაჯარიმდებიან ცხოველების უპასუხისმგებლო მფლობელებიც, რომლებიც საკუთარი ძაღლის მიერ დაბინძურებულ გარემოს არ აწესრიგებენ და ხალხმრავალ სივრცეში დაბმის გარეშე ასეირნებენ მას. ასეთ ადამიანებს ქვეყნის მასშტაბით განლაგებული სახის ამომცნობი კამერები დააფიქსირებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები