Thumbnail

‘User inyerface’ - საიტი ყველაზე მოუხერხებელი ინტერფეისით

  • საიტი UI დიზაინის ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს აერთიანებს
  • Userinyerface.com-ს მარკეტინგული დანიშნულებაც აქვს

სპამ ფანჯრები, ფერთა პალიტრა, რომელიც ნაწერის აღქმას ართულებს, რთულად შესავსები გრაფები, დაუსრულებელი CAPTCHA ფოტოები, რომელზეც გადასასვლელები უნდა მოვნიშნოთ იმის დასამტკიცებლად, რომ რობოტები არ ვართ - ეს მომხმარებლებისთვის მოუხერხებელი ვებ დიზანის მახასიათებლების არასრული ჩამონათვალია. სწორედ ამ და სხვა კომპონენტებს აერთიანებს სააგენტო Bagaar-ის მიერ შექმნილი საიტი Userinyerface.com, რომლის სტუმრობა ფაქტობრივად საშინელებათა ჟანრის ფილმის ყურების ტოლფასია. 

საიტზე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მის მომხმარებელს ცხოვრება გაურთულდეს - რთულად შესავსები ფორმები, არასწორად განლაგებული ღილაკები, Terms and conditions, რომლის ბოლომდე დასასქროლად რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ და მრავალი სხვა სიურპრიზი. 
 
საიტს მარკეტინგული დანიშნულებაც აქვს - “გამარჯვებული”, რომელიც საიტის ბოლომდე მიაღწევს საიტის შემქმნელი კომპანიის დასაქმების გვერდზე გადამისამართდება.

კომენტარები

ბოლო ამბები