Thumbnail

მკვლევარმა კიბოს განკურნების ახალ მეთოდს მიაგნო

  • მარკ ლაჟუა კიბოს უჯრედებს გადააპროგრამებს
  • მეცნიერი ფიქრობს, რომ ამ მეთოდით სხვა დაავადებების მკურნალობაც არის შესაძლებელი

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისას დღეს ხელმისაწვდომ მეთოდებს შორის ყველაზე დამაიმედებლად CAR T-cell თერაპია ითვლება, რომელიც პაციენტის სისხლის თეთრ უჯრედებს გენეტიკურად გარდაქმნის, რის შედეგადაც ის კიბოს უჯრედების ზედაპირზე წარმოქმნილ ანტიგენებს კლავს. მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ კიბოს უჯრედები ხშირ შემთხვევაში სხვა სახის უჯრედებთან იზიარებენ ანტიგენებს, შესაბამისად თერაპიის ეს მეთოდი მხოლოდ უნიკალური ანტიგენების მქონე კიბოს გარკვეულ უჯრედებზე გამოიყენება. 

მარკ ლაჟუა

მკვლევარმა მარკ ლაჟუამ მოიფიქრა გზა, თუ როგორ შეიძლება გადაპროგრამდეს კიბოს უჯრედები ისე, რომ ცალკეული ანტიგენების ნაცვლად თერაპიამ მათ კომბინაციებზე იმუშავოს, რაც უფრო მეტი სახეობის კიბოს განკურნებას გახდის შესაძლებელს.

“ეს უჯრედში მიკროჩიპის დაყენების ტოლფასია - ამ გზით ფაქტობრივად უჯრედთან ვთანამშრომლობთ და მათ სურვილისამებრ ვმართავთ.” - მარკ ლაჟუა

მეცნიერმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებთან თანამშრომლობით ცილებისგან კომუტატორი შექმნა, რომელიც იმ ლოგიკური ვენტილიების ბაზად გამოიყენება, რომელთა მუშაობის პრინციპი კომპიუტერული ჩიპის მსგავსია. უჯრედის მართვის შესაძლებლობას სწორედ ეს სისტემა იძლევა. 

მარკ ლაჟუამ კოლეგებთან ერათად შექმნა სტარტაპი Lyell Immunopharma, რომელიც მთლიანად CAR T-cell თერაპიის ამ კუთხით განახლებაზე იმუშავებს. მკვლევარის მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით კიბოს გარდა სხვა დაავადებების განკურნებაც არის შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები