Thumbnail

შოტლანდიამ სახლების გასათბობად საჭიროზე ორჯერ მეტი ქარის ენერგია გამოიმუშავა

  • შოტლანდიაში ქარის ელექტროსადგურები ეფექტურად მუშაობს
  • განახლებადი ენერგია დიდი ბრიტანეთის ენერგოწარმოების ძირითადი წყარო 2050 წლამდე გახდება

შოტლანდიის მასშტაბით ქარის არაერთი ელექტროსადგური მოქმედებს, თუმცა ერთი შეხედვით რთულია განსაზღვრა, რეალურად რამდენ ენერგიას გამოიმუშავებს თითოეული მათგანი.  WeatherEnergy-ს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, შოტლანდიაში ქარის ტურბინებმა 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით 9.8 მილიონი მეგავატი საათში ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 4.47 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებისთვის არის საკმარისი. ეს რიცხვი შოტლანდიაში მდებარე სახლების რაოდენობას დაახლოებით ორჯერ აღემატება.

შოტლანდიის მაგალითი გვაჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის წარმოება და გამოყენება ახალ მასშტაბებს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში გარკვეულ ქვეყნებში ატომურ და სხვა გარემოსთვის ზიანის მომტან  ელექტროსადგურებს განახლებადი ენერგიის წყაროები სრულად ჩაანაცვლებს. ცხადია, განახლებადი ენერგიის წარმოებაში ქვეყნის გარემო პირობებსაც აქვს მნიშველობა - ძლიერი ქარი, სანაპიროები და სხვა ბუნებრივი მახასიათებლები შოტლანდიაში ენერგიის წარმოებას საგრძნობლად ამარტივებს.

შოტლანდიის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2050 წლამდე რეგიონში განახლებადი ენერგია ენერგოწარმოების 100%-ს შეადგენს. ეს მიზანი ემთხვევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დასახულ გეგმას, რომ 2050 წლისთვის ქვეყანა მთლიანად განახლებადი ენერგიის წყაროზე გადაერთოს.

კომენტარები

ბოლო ამბები