Thumbnail

ელონ მასკის კომპანია სმარტფონს ადამიანის ტვინთან პირდაპირ დააკავშირებს

  • ადამიანები სმარტფონებს ტვინის იმპულსებით გააკონტროლებენ
  • ტექნოლოგიის გამოცდა მომავალი წლიდან დაიწყება

ელონ მასკის მიერ დაარსებული ნეირონული ტექნოლოგიის კომპანია Neuralink კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. კომპანია მომავალი წლიდან ადამიანებზე გამოცდის საკუთარ ტექნოლოგიას, რომლის დახმარებით სმარტფონის გაკონტროლება მხოლოდ ტვინის იმპულსების საფუძველზეა შესაძლებელი. 

ამ ეტაპზე კომპანია მცირე ზომის პროცესორის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ადამიანის ტვინს თხელი სტრუქტურის სენსორებით დაუკავშირდება. სენსორები ადამიანის თავის ქალაზე განლაგდება, რა გზითაც ყურის უკანა მხარეს დამაგრებულ პატარა კომპიუტერს ტვინის იმპულსები გადაეცემა. 

ნეირონული სისტემით, როგორც სმარტფონის ღილაკების გაკონტროლება, ასევე კლავიატურაზე ტექსტის აკრეფაა შესაძლებელი. ფაქტობრივად, აპლიკაცია ინფორმაციას ტვინისგან ზუსტად იმავე პრინციპით იღებს, როგორც მოწყობილობასთან გარე კლავიატურის დაკავშირების შემთხვევაში. 

როდის გახდება ტექნოლოგიით  სარგებლობა შესაძლებელი ჯერჯერობით უცნობია. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქტის კომერციალიზაცია შორეული პერსპექტივაა. იმ შემთხვევაში თუ Neurolink-ის ინოვაციამ გაამართლა, სამომავლოდ ელექტრონულ მოწყობილობებთან ადამიანების ინტერაქციის გზები რადიკალურად შეიცვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები