Thumbnail

შვეიცარიაში უჩვეულო ფორმის დრონი დაამზადეს

  • Flybotix-ის დრონს აქვს რესურსი ჰაერში სტანდარტულ კვადროკოპტერზე დიდხანს გაჩერდეს
  • საფრენი აპარატის დიამეტრი მხოლოდ 30 სანტიმეტრია

მცირე ზომის დრონებს არ აქვთ რესურსი ჰაერში დიდხანს იმოძრაონ. შვეიცარულ სტარტაპ Flybotix-ში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა გამონახეს. შვეიცარიელი ინჟინრები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ დამზადებულ საფრენ აპარატს აქვს რესურსი ჰაერში ორჯერ უფრო დიდხანს გაჩერდეს, ვიდრე  სტანდარტული კვადროკოპტერი. იმისათვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწიათ ინჟინრებმა დრონის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს.

Flybotix-ის დრონს მრგვალი ფორმა აქვს. მისი დიამეტრი სულ რაღაც 30 სანტიმეტრია. კორპუსის შეგნით განთავსებული ორი ხრახნი ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობს. სტანდარტული კვადროკოპტერისგან Flybotix-ის დრონს ისიც გამოარჩევს, რომ ოთხის ნაცვლად ორ ძრავს ამუშავებს. საფრენ აპარატს სპეციალურად შექმნილი ალგორითმები მართავენ. დრონის კორპუსი იმდენად მყარია, რომ კედელთან ან ხესთან შეჯახებას უძლებს. 

 

შვეიცარიული სტარტაპი საფრენი აპარატის სერიულად წარმოებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. პირველ ეტაპზე Flybotix-ის დრონი არა შვეიცარიის ან რომელიმე ევროპული ქვეყნის ბაზარზე, არამედ ჩინეთში გაიყიდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები