Thumbnail

iOS და Android სმარტფონებს ახალი Emoji-ები დაემატება

  • ახალი Emoji-ები სმარტფონებში მიმდინარე წლის ბოლომდე გამოჩნდება
  • განსაკუთრებული აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობაზე კეთდება

Emoji-ების საერთაშორისო დღის აღსანიშნად Android-მა და Apple-მა 59 ახალი სიმბოლოს დიზაინი წარადგინეს, რომლებიც სმარტფონებში 2019 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება. ახალ Emoji-ებს შორის გვხვდება ფლამინგო, წავი, უსინათლოების გამცილებელი ძაღლი, ვაფლი, ინდუისტური ტაძარი, ინდური სარი და ცხოველი ზარმაცა. მომხმარებლების თხოვნით სიაში მოხვდა თეთრი გულიც.

Emoji-ების 2019 წლის განახლებაში აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მათ შორის უსინათლო და ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე კეთდება. გარდა ამისა, ახალ სიმბოლოებში მკაფიოდ არის გამოხატული რასობრივი და გენდერული ინკლუზიურობა.

Apple-ის თანახმად, iOS სმარტფონებზე Emoji-ები “მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა”, Google-მ კი განაცხადა, რომ ახალი სიმბოლოები ოპერაციული სისტემა Android Q-ს გამოსვლასთან ერთად, წლის ბოლოს გამოჩნდება. Unicode Consortium-მა Emoji-ების დიზაინები მიმდინარე წლის თებერვალში დაამტკიცა

 

კომენტარები

ბოლო ამბები