Thumbnail
  • Automated Follow მძღოლს საშუალებას აძლევს ერთდროულად ორი ავტომობილი მართოს 
  • სისტემას სატვირთო ავტომობილების მძღოლები გამოიყენებენ

თვითმავალი ტრანსპორტი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ჩინეთში, შეერთებულ შტატებში და ევროპაში ავტოპილოტს სხვდასხვა ტრანსპორტზე ცდიან. კალიფორნიულმა კომპანია Peleton Technology-მ  თვითმავალი ტრანსპორტის სფეროში საკმაოდ უჩვეულო და ინოვაციური ტექნოლოგია წარმოადგინა, რომლის გამოცდა უკვე დაიწყო.

სისტემა Automated Follow მძღოლს საშუალებას აძლევს ერთდროულად ორი სატვირთო ავტომობილი მართოს. მძღოლი პირველ ავტომობილშია მოთავსებული. ამ ავტომობილს რამდენიმე დამატებითი ფუნქცია აქვს, მათ შორის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა, თუმცა მას მთლიანად მძღოლი მართავს. მეორე სატვირთო, რომელიც პირველ ავტომობილს უკან მიყვება, მძღოლის გარეშე მოძრაობს. ის რეაგირებს როგორც წინა ავტომობილის მძღოლის მიერ მიცემულ დირექტივებზე, ასევე საკუთარი სენსორების და ალგორითმების მონაცემებზე. 

Peleton-ში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის გამოყენება გადამზიდავ კომპანიების მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. კალიფორნიული კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწება და  სამომავლოდ შესაძლებელია ერთმა მძღოლმა სატვირთო ავტომობილების მთელი კოლონა მართოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები