Thumbnail

ჰოლოგრამული ტელეპორტაცია უკვე შესაძლებელია - Microsoft-ის ახალი ტექნოლოგია

  • ჰოლოგრამა ხელოვნური ინტელექტის, შერეული რეალობისა და თარგმანის ტექნოლოგიებს აერთიანებს
  • ტექნოლოგია უკვე ხელმისაწვდომია

Microsoft-მა ჰოლოპორტაციის ახალი ტექნოლოგია წარადგინა, რომლის დახმარებით ადამიანის ჰოლოგრამის შექმნა და მისი ნებისმიერ სივრცეში პროექციაა შესაძლებელი. ჰოლოგრამა ადამიანის ზომისაა და მას სხვადასხვა ენაზე საუბარი შეუძლია - ტექნოლოგია ადამიანის საუბარს რეალურ დროში თარგმნის და მისივე მიმიკებისა თუ საუბრის მანერას იმეორებს. Microsoft-ი ტექნოლოგიის განვითარებაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. 

კომპანიამ 17 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე ჰოლოპორტაციის დემონსტრირებაც მოახდინა - პრეზენტაციის დროს სცენაზე ღონისძიების წამყვანის ჰოლოგრამა გამოჩნდა, რომელმაც სპიკერის როლში იაპონურად მიმართა საზოგადოებას. წამყვანის განმარტებით, ის ხშირად არის მიწვეული სხვადასხვა ქვეყნებში ღონისძიებების მომხსენებლად, ჰოლოპორტაციის ტექნოლოგიით კი ენის ბარიერის დაძლევა და აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება კიდევ უფრო გამარტივდება.

ჰოლოგრამა ხელოვნურ ინტელექტს, შერეულ რეალობას და თარგმანის ტექნოლოგიებს აერთიანებს. ჰოლოპორტაცია შერეული რეალობის მოწყობილობების, მათ შორის HoloLens-ის მფლობელებს 3D გამოსახულების რეალურ სივრცეში ნახვის და მათთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები